Thursday, January 31, 2013
იაპონური სამზარეულო
იაპონური სამზარეულო – ეს თვით სიმფონიური ხელოვნებაა , რომელიც იაპონაიში და მთელ მსოფლიოში ხელოვნების დონემდე არის აყვანილი . იაპონური კერძები მთელ მსოფლიოში პოპულარულია , ერთის შეხედვით მათი მომზადება მარტივად შეიძლება მოგვეჩვენოს , მაგრამ ეს ასე არ არის , კერძში ჰარმონიულად არის შერწყმული ინგრედიენტები , სოუსები , ზღვის პროდუქტები და რაც მთავარია მორთულია როგორც ნატურმორტი.
აღიარებულია რომ იაპონელების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ყოველთვის იყო სამზარეულო . უყვართ დაგუსტაცია , კამათი და კერძების მომზადება. იაპონური სამზარეულო უმეტესად შედგება ზღვის პროდუქტებით , იაპონელები იყენებენ ყველანაირ ზღვის პროდუქტს დაწყებული მოლუსკებით დამთავრებული ზღვის კომბოსტოთი.
ზოგს უმს მიირთმევენ დამარილებული სახით და ზოგს ათასგვარად გაკეთებულს. აგრეთვე ხმარობენ ხორცსაც , მაგრამ უფრო დღესასწაულებზე და ისიც იშვიათად . უნდა ითქვას , რომ მეიჯის რევოლუციამდე (1868 წ.) იაპონიაში ხორცი იშვიათობად ითველებოდა. დღეს კი ხორცისგან ამზადებენ სხვადასხვა კერძებს. ამათგან ყველაზე ცნობილია
საშიმი – (Sashimi) – მზადდება უმი თევზისგან. უმეტესად წითელი ორაგულის ხორცისგან , მაგრამ იყენებენ აგრეთვე თინუსს და მუცელნემსასაც. იგი გაკეთებულია განსაკუთრებული წესით დამატებული აქვს ცოტაოდენი ზღვის მარილი და ამოვლებულია სოიოს საწებელში, ხანდახან პირშუშხასაც უმატებენ. სუფრაზე მიტანის წინ ჭრიან მოგრძო ბრტყელ ნაჭრებად.
ფუგუ (FUGU)
ფუგუ – (Fugu) – მზადდება მომცრო ზომის თევზისაგან (მუცელნემსა) რომელიც დაჭერის დროს იბერება და მრგვალდება. მას ჭამენ უმსაც და შემწვარსაც. ფუგუ მხოლოდ განსაკუთრებული ლიცენზიის მქონე გამოცდილმა მზარეულმა უნდა მოამზადოს, რადგან თევზის შიგნეული ძლიერ შხამს შეიცავს.
იაპონური მუსიკა
იაპონური მუსიკა ზოგადად აერთიანებს ყველა ტიპისა და ყველა დროის მუსიკას, დაწყებული პრეისტორიული პერიოდიდან დამთავრებული ჩვენი დროით. იაპონურ ცივილაზაციაში უძველესი დროიდან არსებობდა ადგილობრივი მუსიკალური საკრავები, რომლებიც მხოლოდ იაპონიაში არსებობდნენ და ეხლაც არსებობენ. თუმცა ფაქტია რომ იაპონურ მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩინურმა კულტურამ. მიუხედავად ჩინური მუსიკის დიდი გავლენისა, იაპონიამ შეძლო შეექმნა მისი საკუთარი სტილი და საკუთარი მუსიკალური საკრავები და საბოლოოდ დაეღწია თავი ჩინური ზეგავლენისაგან.
მუსიკა იაპონიაში ყოველთვის დაკავშირებული იყო სპექტაკლებთან(თეატრი), დღესასწაულებთან და სამუშაო სიმღერებთან. დასაწყისში მას პრაქტიკული სახე ქონდა (გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში). იაპონურმა მუსიკამ პროფესიული სახე საკმაოდ გვიან მიიღო. სწორედ ამის გამო, იაპონური მუსიკის (ინსტრუმენტალური ისევე როგორც ვოკალური) რეპერტუარი არც ისე დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ უდიდესი ნაწილი დაკარგულია…
უახლესმა დასავლეთიზაციამ დიდი გავლენა მოახდინა იაპონურ მუსიკაზე. უფრო და უფრო ხშირია ევროპული და ამერიკული მუსიკალური საკრავების გამოყენება, თუმცა ეს არ იწვევს კლასიკური ინსტრუმენტების გაქრობას.
მუსიკა იაპონიაში ყოველთვის დაკავშირებული იყო სპექტაკლებთან(თეატრი), დღესასწაულებთან და სამუშაო სიმღერებთან. დასაწყისში მას პრაქტიკული სახე ქონდა (გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში). იაპონურმა მუსიკამ პროფესიული სახე საკმაოდ გვიან მიიღო. სწორედ ამის გამო, იაპონური მუსიკის (ინსტრუმენტალური ისევე როგორც ვოკალური) რეპერტუარი არც ისე დიდია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ უდიდესი ნაწილი დაკარგულია…
უახლესმა დასავლეთიზაციამ დიდი გავლენა მოახდინა იაპონურ მუსიკაზე. უფრო და უფრო ხშირია ევროპული და ამერიკული მუსიკალური საკრავების გამოყენება, თუმცა ეს არ იწვევს კლასიკური ინსტრუმენტების გაქრობას.
ეტიმოლოგია
ქვეყნის ქართული სახელწოდება „იაპონია“ არის ეკზონიმი, რომელიც ქართულში რუსული ენის გავლენითაა დამკვიდრებული (თვითონ რუსული სიტყვა Японияგერმანული ენიდან მომდინარეობს - გერმ. Japan), თუმცა ვოკალურად უფრო ფრანგულ Japon-ს ჰგავს[6].
იაპონელები საკუთარ ქვეყანას „ნიპონ“–ს ან „ნიჰონ“–ს უწოდებენ. ორივე ვარიანტი იწერება კანძის მეშვეობით — 日本. პირველი ვარიანტი ქვეყნის სახელწოდების ოფიციალური ფორმაა, სახელწოდება „ნიჰონ“ უფრო სახალხო ტერმინია. თვითონ იაპონელები საკუთარ თავს ნიჰონძინ–ს (იაპონ. 日本人?) უწოდებენ, ხოლო ენას — ნიჰონგო–ს (იაპონ. 日本語?). სახელმწიფოს ოფიციალური სახელია „ნიჰონ კოკუ“ ან „ნიპონ კოკუ“ (იაპონ. 日本国?)[2].
„ნიჰონ“ პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „მზის სამშობლოს“, ასევე ხშირად თარგმნიან, როგორც „ამომავალი მზის ქვეყანას“. ასე იხსენიებენ იაპონიას ჩინელები იაპონიის იმპერატორისა და ჩინური დინასტია სუისთან მიმოწერაში, რადგანაც იაპონია ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. მანამ, სანამ იაპონელებმა საკუთარ ქვეყანას „ნიჰონ“ უწოდეს, გავრცელებული იყო სახელწოდებები ვა (იაპონ. 倭?) ან ვაგოკუ (იაპონ. 倭国?)[7].
იაპონია
![]() |
| იაპონიის დროშა |
![]() |
| იაპონიის გერბი |
იაპონია (日本 ნიჰონ ან ნიპონ), ოფიციალურად იაპონიის სახელმწიფო (日本国 ნიპონ-კოკუ (?·i) ან ნიჰონ-კოკუ; ლიტერატურულად – «ამომავალი მზის ქვეყანა».) – კუნძულოვანი სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში. იაპონია განლაგებულია წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. იგი ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეებსა და რუსეთის ფედერაციას. იაპონიის სახელის ზუსტი თარგმანი ქართულ ენაზე არის «მზის სამშობლო».
იაპონია არის 6,852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი. იაპონიის ოთხი უდიდესი კუნძული არის ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ, რომლებიც ერთობლივად შეადგენენ ქვეყნის ტერიტორიის 97%. კუნძულთა უმრავლესობას გააჩნია მთიანი რელიეფი მრავალი ვულკანით, მაგალითისთვის იაპონიის უდიდესი მწვერვალი, მთა ფუძი არის ვულკანი. მსოფლიოში იაპონიას უკავია მეათე ადგილი მოსახლეობის მიხედვით. ამომავალი მზის ქვეყანაში ცხოვრობს 127 მილიონი ადამიანი. დიდი ტოკიო, რომლის შემადგენლობაში შედის ასევე ქვეყნის დე ფაქტო დედაქაალაქი ტოკიო და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე პრეფექტურა, სადაც ცხოვრობს 30 მილიონზე მეტი ადამიანი, არის დედამიწის უდიდესი ქალაქი.
არქეოლოგიური გამოკვლევების მიხედვით ადამიანი ცხოვრობდა იაპონიის კუნძულებზე ჯერ კიდევ ზემო პალეოლითის პერიოდში. იაპონია პირველად არის მოხსენიებული ჩ.წ. პირველი საუკუნით დათარიღებულ ჩინურ ტექსტში. იაპონიის ისტორია ხასიათდება თვითიზოლაციის გრძელი პერიოდით, რომელმაც შეცვალა უცხო ქვეყნების მიერ იაპონიაზე ძლიერი გავლენის პერიოდი. იაპონიის კონსტიტუციამ, რომელიც მიღებული იქნა 1947 წელს, გამოაცხადა, რომ იაპონია იქნებოდა უნიტარული კონსტიტუციური მონარქია იმპერატორითა და არჩევითი პარლამენტით.
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან ეკონომიკური ძალას, იაპონიას არის მსოფლიოში სიდიდთ მეორე ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და მესამე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. გარდა ამისა, იაპონია არის ერთადერთი აზიური ქვეყანა დიდ რვიანში და გაეროს უშიშროები საბჭოს არამუდმივი წევრი. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიამ ოფიციალურად უარყო ომის წარმოების შესაძლებლობა, მას გააჩნია ძლიერი და თანამედროვე ჯარი, რომელიც გამოიყენება თავდაცვისა და სამშვიდობო ოპერაციებისთვის. ამომავალი მზის ქვეყანა არის განვითარებული სახელმწიფო ცხოვრებისი მაღალი სტანდარტით. იაპონელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი.
Subscribe to:
Comments (Atom)





